1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაჩ

მაგია

1. იმ წეს-ჩვეულებათა ზოგადი აღნიშვნა, რომლის საფუძველია ბუნების საგნებზე, ცხოველებსა და ადამიანებზე ზებუნებრივი ძალებით ზემოქმედების რწმენა. 2. შედეგის მისაღწევად რიტუალიზებული საშუალებებით ზებუნებრივი და სულიერი ძალების ამოქმედება. მ. დაკავშირებულია მითებსა და მითოლოგიასთან. ინგლისელი რელიგიათმცოდნის ფრეზერის თანახმად, მ. ეყრდნობა პრინციპს "მსგავსი შეიქმს მსგავსს“, აგრეთვე შეხების კანონზე დაფუძნებულ ჯადოქრობის წესებს (მტრის დაზიანება ან მოკვდინება მისი გამოსახულებისათვის ზიანის მიყენებით). სოციოლოგები და სოციალური ფსიქოლოგები მოქმედებას მაგიურად მიიჩნევენ მაშინ, როცა: ა) ამგვარი მოქმედების შემსრულებელს სწამს, რომ მოვლენის მიზეზი ზებუნებრივი ძალებია; ბ) მოქმედება არ წარმოადგენს ორგანიზებული რელიგიური წეს–ჩვეულების ნაწილს (ამ კრიტერიუმის გამოყენებას ეთნოცენტრისტული ტენდენციები განსაზღვრავს). ფუნქციონალისტთა თვალსაზრისით, მ–ს, იმ შემთხვევებში მიმართავენ, როცა სასურველი მიზნის მისაღწევად რეალური ეფექტური საშუალებები აღარ არსებობს, შესაბამისად, მ–ის სოცილაური ფუნქციაა შფოთის შემცირება და რთულ სიტუაციებში აქტიური ქმედების მოთხოვნილების რეალიზაცია. მან ასევე შეიძლება შეასრულოს კათარზისის ფუნქციაც. უფართოესი გაგებით, მ. არა მარტო ე.წ. პრიმიტიული საზოგადოებებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ თანამედროვე საზოგადოებათა ცხოვრების ნაწილსაც წარმოადგენს (სხვადასხვა ფსევდომეცნიერების რწმენა, ცრურწმენები და მისთ.).
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9