1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაჩ

მაკიაველიზმი

  1. პოლიტიკური ქცევის ნაირსახეობა, რომელიც დასახული მიზნების მისაღწევად მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნევს პოლიტიკოსის ხელთ არსებული ყველა, მათ შორის უკიდურესად მკაცრი და ვერაგული, საშუალების გამოყენებას. მ–ის ამგვარი ინტერპრეტაცია უკავშირდება ფლორენციელი პოლიტიკური მოღვაწისა და თეორეტიკოსის, ნიკოლო მაკიაველის (1469–1527) სახელს, რომლის პოლიტიკური შრომები დასავლეთის პოლიტიკურ მეცნიერებაში არაერთგვაროვნად, ხოლო საბჭოთა ლიტერატურაში უაღრესად ნეგატიურად იყო შეფასებული. დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში უფრო გავრცელებეულია აზრი, რომელიც მაკიაველის პოლიტიკური მეცნიერების პიონერად მოიხსენიებს. საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაკიაველის დამსახურებაა, უპირველს ყოვლისა ის, რომ მან პოლიტიკური მეცნიერება ჯერარსობის ფორმიდან არსებულისაკენ შემოაბრუნა. სხვაგვარად, რომ ითქვას პლატონიდან წამოსული ტრადიციის საპირისპიროდ, მაკიაველი იკვლევდა არა იმას, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო და პოლიტიკური ცხოვრება, არამედ იმას, თუ როგორია ის რეალურად. გარდა ამისა, მაკიაველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამსახურებაა პოლიტიკური ეთიკის (და არა მორალურობის პრინციპისა პოლიტიკაში), როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა სრულუფლებიანი წევრის დაფუძნება. განსხვავებით სტანდარტული ეთიკური თეორიებისაგან, რომლებიც ადამიანის ქცევის შეფასებისას ხელმძღვანელობს ქცევის მოტივებით, მაკიაველის პოლიტიკური ეთიკა ქცევას აფასებს პოლიტიკური შედეგებიდან გამომდინარე. მაკიაველიმ აღადგინა ძველი რომაელების კლასიკური წარმოდგენები პოლიტიკური ღირსების (virtu), როგორც ადამიანთა სოციალური და პოლიტიკური აქტივობის განმსაზღვრელი ერთ–ერთი ძირითადი ფენომენის შესახებ. მისი პოლიტიკური შეხედულებები გადმოცემულია უმთავრესად ორ ნაშრომში – "მთავარში“, რომელიც მონარქიულ სახელმწიფოს ეხება და "ტრაქტატებში“, სადაც განხილვის საგანია რესპუბლიკა.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც დასახული მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყოველგვარი საშუალება: მოტყუება, ვერაგობა, გამცემლობა, მკვლელობა [იტალიელი პოლიტიკური მოღვაწისა და მწერლის ნ.მაკიაველის (Macchiavelli 1469-1527წწ.) გვარის მიხედვით].
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9