1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაჩ

მაკროსოციოლოგია

მოიცავს თეორიებს, რომლებიც ფოკუსირებას ახდენს ქცევის მყარ მოდელებზე, დიდ სოციალურ ჯგუფებსა და პროცესებზე მთელი საზოგადოების ანალიზის კონტექსტში. ეს მოდელები ქმნის სოციალურ სტრუქტურებს და მოიცავს ისეთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, როგორიცაა ოჯახი, განათლება, რელიგია, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. მ. გამორჩეულ ყურადღებას უთმობს საზოგადოების განსხვავებულ სტრუქტურებს შორის ურთიერთმიმართებისა და იმ გავლენის შესაწავლას, რასაც ისინი ინდივიდის ქცევაზე ახდენენ. ეს გავლენა მდგომარეობს ინდივიდების სტრუქტურებისადმი დაქვემდებარებულობის აღიარებაში, როდესაც სუბიექტური აქტივობა იზღუდება ობიექტური პატერნებით ("სოციალური ფაქტებით“) და წარიმართება მათ მიერ. აღნიშნულ თეორიებს შორის ძირითადია ორი – ფუნქციონალიზმი და კონფლიქტის თეორია.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9