1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაჩ

მალთუსიანელობა

თომას რობერ მალთუსიდან (1766–1883) მომდინარე თეორია, მიდგომა, რომელშიც მოსახლეობის ზრდა არსებობის საშუალებების (საკვების რაოდენობის) ზრდასთან მიმართებაშია განხილული. მალთუსის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით, ხოლო არსებობის საშუალებები (საკვების რაოდენობა) არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. ნაშრომში ,,ნარკვევები მოსახლეობის შესახებ“ (Essay on Populiation, 1798, მე–2 გამოცემა – 1803) მალთუსი მოსახლეობის ზრდის ტემპების შეჩერების, მოსახლეობის ზრდასა და არსებობის საშუალებით მის უზრუნველყოფას შორის ბალანსის შენარჩუნების საქმეში ხაზს უსვამდა ისეთი ფაქტორების მნიშვნელობას, როგორიცაა ავადმყოფობა, შიმშილი, ძალადობა (მოსახლეობის ზრდაზე ,,პოზიტიური კონტროლი“), თავშეკავება სექსუალური ცხოვრებისაგან, გვიანი ქორწინება, ზნეობრივი შეზღუდვები ("პრევენციული კონტროლი“). მალთუსი ცდილობდა მოსახლეობის ზრდის პროცესების ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები "მოსახელობის კანონის“ სახით ჩამოეყალიბებინა. მალთუსის ამ მოსაზრებების განახლება და განვითარება XX ს–ის 50–იან წლებში სცადა გ. მაკენროტმა (1903–1955).
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9