1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაჩ

მასმედია

1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (ბეჭდვითი, რადიო, ტელევიზია, კინო, რეკლამა და ა.შ.) 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ინფორმაციის სისტემატური გავრცელების პროცესი (ანუ მასობრივი კომუნიკაცია) მრავალრიცხოვან და გაშორიშორებულ აუდიტორიაში. მ. გაჩნდა ბეჭდვითი პრესის დაბადებასთან ერთად XIX ს–ში. მისი შემდგომი განვითარება დაკავშირებულია სამეცნიერო–ტექნიკურ პროგრესთან. მ–ს სპეციფიკური თავისებურებები აქვს: ურთიერთობაში მყოფ მხარეთა კონტაქტების არაპირდაპირი ხასიათი, უკუკავშირის თავისებურება, სხვადასხვაგვარ აუდიტორიაზე ერთდროული ზემოქმედება, ინფორმაციის გადაცემის სიხშირე და რეგულარულობა, შეტყობინების შინაარსის უნივერსალურობა სტერეოტიპიზაციის ელემენტებით, მრავალგვარი ტექნიკური შესაძლებლობის, აგრეთვე ინფორმაციის მომპოვებელ, გადამამუშავებელ და გამავრცელებელ სპეციალურ ორგანიზაციათა გამოყენება; თანამედროვე ეტაპზე მ–ის საშუალებები, ტელეგრაფ–ტელეფონთან და რადიო–ტელევიზიასთან ერთად, მოიცავს უახლესი ტექნოლოგიის ფართო სპექტრს კომპიუტერების, ვიდეო–საშუალებების, თანამგზავრული ტელევიზიისა და ინტერნეტის ჩათვლით. მათი გავლენა ადამიანებსა და საზოგადოებაზე მ–ის სოციოლოგიის შესწავლის საგანია.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9