1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაჩ

მასობრივი განადგურების იარაღი

კრებითი ტერმინი, რომელიც გამოხატავს სამი კლასის იარაღთა სისტემას: ატომურს (ბირთვულს), ბიოლოგიურსა და ქიმიურს. ამ იარაღის კლასების ინგლისური დასახელების აბრევიატურიდან გამომდინარე, ზოგჯერ გამოიყენება აღნიშვნა ABC. მ. გ. ი. განსხვავდება ჩვეულებრივი იარაღისაგან როგორც შეუდარებლად მეტი გამანადგურებელი ძალით, ისე იმ ზიანის მასშტაბით, რაც მათი გამოყენების თანამდევ და შემდგომ მოვლენებს მოაქვს. მსოფლიოში დღეს არსებული მ. გ. ი–ის საერთო სიმძლავრე გაცილებით მეტია, ვიდრე დედამიწაზე სიცოცხლის სრული მოსპობისათვის იქნებოდა საკმარისი. ამიტომ ცივი ომის პერიოდში დასავლეთ–აღმოსავლეთის ურთიერთობების ერთ–ერთი ძირითადი საკითხი მ.გ. ი–ის წარმოების შეზღუდვა და განიარაღება იყო. ამჟამად განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს მ.გ. ი–ის შექმნა ე.წ. პარია (არამზადა) სახელმწიფოების მიერ. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ძალისხმევაც იქითკენაა მიმართული, რომ ეს იარაღი ავტორიტარული და უპასუხისმგებლო რეჟიმების ხელში არ აღმოჩნდეს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9