დიპლომატიური დოკუმენტი ან მიმოწერის ფორმა, რომელიც გამოხატავს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე სახელმწიფოს, პოლიტიკური მხარის პოზიციას. მ., როგორც წესი, აღწერს საქმის ფაქტობრივ ან იურიდიულ მხარეს, დაერთვის ნოტას ან დამოუკიდებელი სახით გადაეცემა მეორე სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს. მას თან არ ახლავს ნოტისათვის დამახასიათებელი თავაზიანი ფორმულირებები, არა აქვს ხელმოწერა და ბეჭედი.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]