სახელმწიფო, რომელსაც აქვს კოლონიები. ტერმინი ძველი ბერძნული წარმოშობისაა და თავდაპირველად აღნიშნავდა იმ „დედა“ ქალაქს, რომლის ნამეტი მოსახლეობა სხვა, „თავისუფალ“ ტერიტორიაზე აარსებდა ახალ დასახლებას. ურთიერთობა მ–სა და კოლონიას შორის სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ხალხებში განსხვავებული იყო. ამ სხვაობების გათვალისწინებით ადამ სმითი აყალიბებდა ორ ძირითად ტიპს, ბერძნულსა და რომაულს. ბერძნული მ. კოლონიას თავს არ ახვევდა საკუთარ კანონებს, არ ერეოდა შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში და ცდილობდა შეენარჩუნებინა მასთან როგორც კულტურული და ეკონომიკური კავშირები, ასევე კოორდინირებული საგარეო პოლიტიკაც. ამისგან განსხვავებით, რომი, როგორც მ., ყოველთვის განსაზღვრავდა კოლონიის კანონმდებლობას და მკაცრად აკონტროლებდა ყოვედღიურ პოლიტიკას. გასაგებია, რომ მ–სა და კოლონიას შორის რომაული ტიპის ურთიერთობები ყოველთვის იყო კონფრომტაციისა და კონფლიქტების წყარო. ახალი დროის მტაცებლურმა კოლონიალიზმმა პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინის სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა დაამკვიდრა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]