1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მთა მთლ

მთავრობა

  1. ხშირად მხოლოდ აღმსარებელი ხელისუფლების სინონიმად იხმარება, განსხვავებით „ხელისუფლებისაგან“ როცა გულისხმობენ ხელისუფლების სამივე შტოს. დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, მ–ს აყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც უმეტესწილად ფორმირებულია ერთი პარტიის წარმომადგენლების მიერ. ასეთი ვითარება განსაკუთრებით ხშირია ორპარტიულ სისტემებში. უმრავლესობის, მ–ს, რომელსაც პრაქტიკულად ხელები აქვს გახსნილი საკუთარი პროგრამის გასატარებლად, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ითვლება, რომ თუკი რომელიმე პარტიამ დააკომპლექტა უმრავლესობის მ, მას უნდა მიეცეს პროგრამის შეუფერხებელი რეალიზაციის საშუალება იმდენად, რამდენადაც ეს პროგრამა ყველაზე უფრო ადეკვატურად გამოხატავს ამომრჩევლების ინტერესებს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. government
    სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი კოლეგიური ორგანო. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრები). პრემიერ-მინისტრი მთავრობის ერთ-ერთ წევრს აკისრებს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულებას. მთავრობა კონსტიტუციის, კანონებისა და პრეზიდენტის ნორმატიული აქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებასა და განკარგულებას, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ- მინისტრი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9