1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მთა მთლ

მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციები

E. Intergovernental international organizations
მუდმივმოქმედი სახელმწიფოათაშორისი გაერთიენებები, რომლებიც იქმნება მთავრობებს შოის ამა თუ იმ სფეროში თანამშრომლობის, მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. ასეთი ორგანიზაციების შესაქმნელად აუცილებელია, რომ სულ ცოტა, სამმა სახელმწიფომ შეიმუშაოს საერთაშორისო შეთანხმების დამფუძნებელი აქტი (წესდება, სტატუტი თუ სხვ.). მსო საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არიან. მათი აუცილებელი კომპონენტია მუდმივმოქმედი ორგანოს არსებობა. მსო–ის მიერ მირებული გადაწყვეტილების იურიდიული ძალა განსაზღვრულია ორგანიზაციის დამფუძნებელი აქტით, რომელიც თავის მხრივ, თანამედროვე საერთაშორისო სამართალს ემყარება (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა). მსო სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დაყოფილია სამ კატეგორიად, ესენია: 1) წევრთა რაოდენობის მიხედვით – ზოგადი (გაერო), რეგიონალური (ევროპის საბჭო) და ლოკალური; 2) კომპეტენციის მიხედვით – უნივერსალური (გაერო) და სპეციალური (გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულებანი); 3) გადაწყვეტილების მიღების პროცედურის მიხედვით – სუვერენული თანასწორობის პრინციპზე დამყარებული და „წონადი ხმის“ მიცემის (მაგ., საერთაშორისო სავალუტო ფონდი) პრინციპზე დამყარებული.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9