1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მიბ მიგ მიე მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიუ მიწ

მიგრანტი–მუშები

E. Migrant-workers
განვითარებადი და ზოგიერთი განვითარებული ქვეყნიდან (იტალია, თურქეთი) დასავლეთ ევროპასა და აშშ–ში ჩამოსული იმიგრანტები, რომლებიც, როგორც იაფფასიანი მუშახელი, სახელმწიფოს მხრიდანაც და კერძო საწარმოებშიც ექსპლუატაციის ობიექტებად იქცევიან. მუშაობენ 10–12 საათს, იღებენ ადგილობრივ მოსახელობასთან შედარებით გაცილებით დაბალ ხელფასს, იდევნებიან პოლიციის მიერ, არ აქვთ უფლება პროფკავშირებში გაერთიანებისა, შეზღუდულია მათი საოჯახო უფლებებიც – გარკვეულ კატეგორიას არ აქვს ოჯახის ჩამოყვანის უფლება \nსაერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, შეამსუბუქოს მმ–ის მდგომარეობა, 1990 წლის 18 დეკემბერს გაერო–ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო და ხელმოწერისათვის გახსნილად გამოაცხადა „საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი–მუშისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის შესახებ“ (ძალაში შევიდა 1.IV.03), რომლის მიზანია, დაარეგულიროს ურთიერთობათა მიმღებ სახელმწიფოსა და მმ–ს შორის ავალებს, დაიცვას არსებული, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები, სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში, უზრუნველყოს მმ–ის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება, დაცული უნდა იყოს ოჯახების ყველა წევრის უფლებები, იცხოვრონ ერთად და ისარგებლონ კულტურული და განათლების ელემენტალური უფლებებით \nაღსანიშნავია, რომ კონვენციის დებულებები სავალდებულოა არა მარტო მასში მონაწილე ქვეყნებისათვის, არამედ ყველა სახელმწიფოსათვის, რადგანაც ისინი შემოტანილია ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ არსებული სტანდარტებით \nაღსანიშნავია ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მიღებული კონვენციები „სამუშაოს მოპოვებისათვის მიგრაციის შესახებ“ („მიგრაციის პირობებში და მიგრანტთა თანასწორობისა და მოპყრობის დაცვის შესახებ“ და სხვ.)
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9