1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მიბ მიგ მიე მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიუ მიწ

მილიტარიზმი

  1. E. Militarism
    არადემოკრატიული და თავის თავში ნაკლებად დარწმუნებული რეჟიმების მდგომარეობა, რომელთა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მილიტარისტული აზროვნება ჭარბობს. პოლიტიკური ოპონენტები განიხილებიან როგორც “მტრები”, ხოლო შეიარაღებულ ძალებს ამ „მტრებთან” ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებენ. მ. ასევე გულისხმობს სახელმწიფოს ქმედებებს დაპყრობითი ომების მოსამზადებლად და რომელიმე ჯგუფის მიერ ქვეყნის მართვის უზრუნველსაყოფად.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. პოლიტიკა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების მაქსიმალურ ზრდას, გამალებულ შეიარაღებას, ეკონომიკისა და იდეოლოგიის დაქვემდებარებას სამხედრო მიზნებისათვის და სამოქალაქო ცხოვრებაზე სამხედრო კონტროლს. მ–ის დროს სახელმწიფოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – მიაღწიოს სამხედრო უპირატესობას სხვა ქვეყნებთან შედარებით, შექმნას მძლავრი პოტენციალი სხვა სახელმწიფოების მიმართ ექსპანსიისა და დაპყრობითი ომებისათვის. მ–ის დონეზე წარმოდგენას იძლევა სამხედრო ხარჯების ხვედრითი წილი ქვეყნის ბიუჯეტში და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის როლი ეკონომიკაში. ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალი იყო ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, აგრეთვე, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში (ერაყი, სირია, ანგოლა და სხვა). მ–ის კლასიკური მაგალითებია პოლიტიკა, რომელიც გაბატონებული იყო ლათინური ამერიკის ქვეყნებში გასული ს–ის 50-70-იან წლებში, იაპონიაში 20-30-იან წლებში, იტალიასა და გერმანიაში 30-იან წლებში. XX ს–ის 90-იან წლებში დაძაბულობის შენელების სასარგებლოდ მსოფლიოში მომხდარი კარდინალური ცვლილებების შედეგად, რასაც ხელს უწყობდა და უწყობს გაეროს სისტემაში არსებული საკონტროლო მექანიზმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მ–ის პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად შესუსტდა.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. militarism
    Fr. militarisme
    L. militaris სამხედრო
    პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ საშუალებათა სისტემა, რომელსაც მმართველი ძალები ქვეყნის სამხედრო ძლიერების გასაზრდელად იყენებენ, როცა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად უპირველეს მნიშვნელობას ომს, სამხედრო ძალის გამოყენებას ან მუქარას ანიჭებენ. თანამედროვე მილიტარიზმი, უპირველესად, შეიარაღების განუწყვეტელი ზრდით, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გავლენის გაძლიერებით გამოიხატება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9