1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოდა

1. სტატისტიკური: ცენტრალური ტენდენციის ერთ–ერთი საზომი საშუალოსა და მედიანასთან ერთად. საკვლევი ცვლადის ყველაზე მეტი სიხშირით წარმოდგენილი მნიშვნელობა. აქვს აღმწერილი ფუნქცია. იქ, სადაც ნომინალური დონის საზომი გამოიყენება, უმჯობესია მისი გამოყენება, მაგ., სახელდების სკალაზე, სადაც ის ცენტრალური ტენდენციის საუკეთესო საზომია და საუკეთესო წინასწარმეტყველება იმ აზრით, რომ უშეცდომობის ალბათობა ძალზე დიდია. მ. სიხშირეთა გრაფიკულად განაწილების პიკია. 2. სოციალურ რეალობაში: ქცევის აღიარებული მოდელი, მოქმედების დამახასიათებელი წესი, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა მისდევს. ასახავს „თანამედროვეობის“ ორ ასპექტს: ა) რეკლამით შექმნილ და მასმედიით მხარდაჭერილ მარადიულ ცვალებადობას; ბ) ტანსაცმლის, ავეჯის ან მსგავსი საქონლის სტილსა და არჩევანს, რაც ადამიანს გარემომცველ სოციალურ სინამდვილეზე ზეგავლენის შსაძლებლობასა და საკუთარი „მე“-სა თუ სოციალური კუთვნილების გამოხატვის საშუალებას აძლევს. გულისხმობს შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და მანიპულირების ელემენტებს, რაც ისეთივე შეფასებების საგანი ხდება, როგორც პოპკულტურა.
See also: სკალა
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9