1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოდელირება

  1. 1. საქმიანობა მოდელის ან რაიმეს ასლის შესაქმნელად, ჩვეულებრივ, მიმართავენ ანალოგიას. შეიძლება მიმართული იყოს მექანიკურ მოვლენაზე, მათემატიკური საშუალებებით რაიმე მოვლენის ან ისეთი ინტელექტუალური პროცესების ანალოგიის შექმნაზე, რომელმაც შეიძლება პროცესების ამსახველი მინითეორიის ფუნქცია შეასრულოს, კომპიუტერული გზით მოვლენათა რთული ურთიერთკავშირის დამუშავებასა და სოციალური ურთიერთქმედების სქემების გამოყვანაზე და სხვ. ხშირად ახდენენ სოციალური ფენომენებისა და პროცესების მ-ს. ასეთ შემთხვევაში მ-ის შედეგის ღირებულება და სარგებლიანობა განისაზღვრება წინასწარმეტყველების (პროგნოზირების) უნარით.
    2. იმ იდეალის, სტანდარტის, ნიმუშის მ., რომელიც საზოგადოებაში მიბაძვის ღირსად მიიჩნევა მ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური დასწავლის თეორიაში; რამდენადაც მიჩნეულია, რომ სოციალიზაცია, ძირითადად, სწორედ ქცევის როლური მოდელის იმიტაციით ხდება. მ-ის ტექნიკას მიმართავენ ქცევით თერაპიაშიც.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. modelling
    1. რისამე მოდელის დამუშავება; რისამე მოდელის გაკეთება;
    2. მოდელებზე წარმოებული გამოკვლევა ისეთი პროცესებისა და კონსტრუქციებისა, რომელთა შესწავლა ბუნებრივ პირობებში მოუხერხებელია.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9