1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მონიტორინგი

  1. E. Monitoring
    მ. გულისხმობს ინფორმაციის სისტემატურ შეკრებასა და დამუშავებას რომელიმე კონკრეტულ საჭირბოროტო საკითხზე და მიღებული ცოდნის გამოყენებას არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.
    ადამიანის უფლებათა მ-ის ობიექტებია:
    ა. რომელიმე კონკრეტული უფლების დაცვა, მაგალითად, სიტყვის, ან გაერთიანების თავისუფლება რომელსამე ქვეყანაში;
    ბ. კომპაქტური სპეციფიკური ჯგუფის უფლებათა დაცვის შემოწმება (პატიმრები, ჯარისკაცები, პაციენტები, ეროვნული უმცირესობები), რომლებიც განსაზღვრულ რეგიონში, დაწესებულებაში, ან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ;
    გ. საქმიანობის ცალკე სახეა სპეციფიკური შემთხვევების შესწავლა, მაგალითად, კიდნეპინგის (ბავშვების მოტაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით), ან მკვლელობების შემთხვევებში, თუ არსებობს ეჭვი, რომ მასში ხელისუფალნი არიან ჩარეულნი, ან როდესაც სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული არიან უდანაშაულო ადამიანები. ასეთი გამოკვლევების ჩატარების პრინციპები ცალკე განხილვის საგანია.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. monitoring
    L. monitor ის ვინც ახსენებს, აფრთხილებს, ზედამხედველობს
    რაიმე პროცესზე სისტემატური დაკვირვება, ამ პროცესის არსებულ და სავარაუდო რეზულტატს შორის შესაბამისობის (ან შეუსაბამობის) ფიქსირების მიზნით.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
  3. E. monitoring
    კონკრეტული საკითხის ან ვითარების ირგვლივ ინფორმაციის სისტემური მიღება და დამუშავება, რომელიც შეიძლება გამოყონებული იყოს: გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად ან ხელის შესაწყობად, სახელმწიფოთაშორისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მეშვეობით (მაგალითად, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოს შორის).
    მ შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი. მ ტარდება ერთი კონკრეტული ღონისძიების შესასწავლად (მაგალითად, სახელმწიფოში არჩევნების ჩატარების დროს). მუდმივი მ–ის სახეობაა ევროპის საბჭოს მიერ სისტემური შემოწმება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მსვლელობისა და საპარლამენტო ასამბლეისთვის ინფორმაციის მიწოდება, რასაც, როგორც წესი, ამ ორგანოს რეზოლუცია მოჰყვება.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  4. სპეციფიკური ინდიკატორების (მაჩვენებლების) მიხედვით მონაცემების შეგროვების და გაანალიზების სისტემური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული სიტუაციის/ვითარების შესწავლის და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი ჩარევების განხორციელებას.
    Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9