1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მონობა და მონებით ვაჭრობა

E. Slavery and trade in slaves
საერთაშორისო ხასიათის დანმაშაული, რომელიც გამოიხატება ექსპლუატაციის მიზნით ადამიანების მონობაში მოქცევისა და მოგების მირების მიზნით მონებით ვაჭრობაში. მ და მვ–ის მსგავსი დანაშაულია ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობა. საერთაშორისო სამართლით მონობა აკრძალულია. 1890 წელს ბრიუსელში საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებულ იქნა აქტი, რომელიც ითვალისწინებდა მონობასთან ბრძოლის კონკრეტულ ღონისძიებებს. 1926 წლის 25 სექტემბერს მირებულ იქნა საერთაშორისო კონვენცია მონობის შესახებ. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მე–4 მუხ.) კრძალავს მონობის ყოველგვარ ფორმას. მონებით ვაჭრობა ნიშნავს მონების გადაყვანის ან მათი გადაყვანის მცდელობას ერთი ქვეყნიდან მეორეში, ან მათ გაყიდვას მატერიალური თუ სხვაგვარი მოგების მიღების მიზნით.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9