1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მონობა

  1. E. Slavery
    იმ ადამიანის ცხოვრების პირობები, ან სტატუსი, რომელიც არ არის თავისუფალი სამუშაოს მიმცემის არჩევაში, რომელსაც ექცევიან როგორც საგანს, ან საკუთრებას, და რომელიც შეიძლება გაიყიდოს ბაზარზე. მ. მოიცავს ისეთ ინსტიტუტებსა და პრაქტიკას, როგორიცაა სავალო ვალდებულება, ბატონყმობა, ქალთა და ბავშვთა ექსპლოატაცია. მიუხედავად მ-ის საწინააღმდეგო ორასწლიანი ბრძოლისა მ. კვლავ არსებობს. გაეროს მონაცემებით დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მ-ში პ- ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. მეპატრონის მიერ ადამიანის სიცოცხლის უფლების, მისი თავისუფლების, ნებისმიერი მოღვაწეობის გაკონტროლება. მ-ის წინააღმდეგ აჯანყებები ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ხდებოდა. არისტოტელე მ-ის დამცველად გვევლინება. იგი ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანი ბუნებით არის მონა. ცნობილი ფაქტია, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ ჩრდილოეთ ამერიკაში მიგვიყვანა დამოუკიდებლობის დეკლარაციამდე, სადაც ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი თანაბარია და ღვთის მიერ მას მინიჭებული აქვს გარკვეული, განუხრელი უფლებები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და ბედნიერებისაკენ სწრაფვაზე. თუმცა დეკლარაცია დაწერა თომას ჯეფერსონმა (მაშინ იგი მონათმფლობელი იყო ვირჯინიიდან), მან მაინც არ გაათავისუფლა თავისი მონები. პირველად მ. და მონებით ვაჭრობა აიკრძალა ბრიტანეთის იმპერიასა და და აშშ-ში XIX ს-ში, რასაც ხელი შეუწყო პრინციპულმა პოზიციებმა, პოლიტიკურმა გამორჩენამ და კავშირის შენარჩუნების მომხრეთა გამარჯვებამ აშშ-ის სამოქალაქო ომში (1861-65).
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9