1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოქალაქეობა

  1. E. Citizenship
    პირის პოლიტიკურ–სამართლებრივი კავშირი კონკრეტულ სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთეირთსანაცვლო უფლებების, მოვალეობებისა და ერთმანეთის მიმართ პასუხიმსგებლობის ერთიანობით. სახელმწიფო აღიარებს და იცავს პიროვნების უფლებებსა და თავისუფლებებს სახელმწიფოში და მფარველობს მას საზღვრებს გარეთ. მოქალაქე იცავს სახელმწიფოს კანონებს და ასრულებს სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამ უფლება–მოვალეობათა ერთობლიობა ქმნის აყალიბებს მოქალაქის პოლიტიკურ–სამართლებრივ სტატუსს, რაც განასხვავებს მას უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისაგან (იხ. აპატრიდი). მ–ის მოპოვება ხდება როგორც დაბადებით, „სისხლის“ პრინციპის (იხ. „სისხლის პრინციპი“ მოქალაქეობის შეძენისა), ანუ მშობელთა მოქალაქეობის მიხედვით (საქართველო, დანია და სხვა) ან „ნიადაგის“ პრინციპით (იხ. „ნიადაგის პრინციპი“ მოქალაქეობის შეძენისა): იმის მიხედვით, თუ სად დაიბადება ბავშვი (აშშ, არგენტინა და სხვ.) ასევე ნატურალიზაციით (მ–ის შეძენა ხდება პიროვნების პირადი თხოვნის საფუძველზე და პიროვნების განსაკუთრებული პირადი დამსახურების გამო). მ–თან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საერთაშორისოსამართლებრივი ნორმები და ეროვნული კანონმდებლობა, მაგ.: „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წლის), 1957 წლის გაეროს კონვენცია გათხოვილ ქალთა მოქალაქეობის შესახებ, 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და სხვ. საქართველოს მ–სთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია (მე–12, მე–13 მუხლები) და საქართველოს 1993 წლის 25 მარტის კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ. \nსაქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. საქართველოში არ არსებობს ორმაგი მოქალაქეობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფოს ინტერესებიდან (საქართველოს კონსტიტუციის მე–12 მუხლის მე–2 პუნქტის ცვლილება 06.02.2004#32782 – სსმ#2, მე–5 მუხ.). საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ადგილსამყოფლისა. საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეობის ჩამორთმევა და საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია. ასევე არ დაიშვება საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა, გარდა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოქალაქის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  2. პიროვნების ამა თუ იმ სახელმწიფოსადმი პოლიტიკურ-სამართლებრივი მიკუთვნილობა, რის შედეგადაც მასზე ვრცელდება აღნიშნული სახელმწიფოს კანონმდებლობა, ამ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური და სხვა სახის უფლებები და თავისუფლებები, აგრეთვე შესაძლებლობა შესაბამისი საზოგადოებისა და სახელმწიფოს საქმეების მართვაში მონაწილეობის მიღებისა. მ-ის საფუძვლები, ჩვეულებრივ განისაზღვრება ქვეყნის კონსტიტუციითა და სპეციალური კანონმდებლობით. დემოკრატიულ ქვეყნებში მ-ის საფუძვლები ეყრდნობა ამ სფეროში საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებისა და, უპირველს ყოვლისა, 1948 წლის ადამიანთა უფლებების დეკლარციის აღიარებას. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ნათქვამია: „საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებითა და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია. საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში“
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. citizenship
    პირის პოლიტიკურ- სამართლებრივი კავშირი სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას (საქართველოს კანონი “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9