პირები, რომელთაც არა აქვთ რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეობა (დაკარგეს ერთი ქვეყნის მოქალაქეობა და არ მიუღიათ სხვა ქვეყნისა, ან დაიბადნენ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის გარეშე). გაეროს კონფერენციამ მ.ა.პ-ის სტატუსის შესახებ (ნიუ იორკი 1954 წელი) ასეთი პირი განსაზღვრა, როგორც „ადამიანი, რომელიც არ ითვლება რომელიმე ქვეყნის მოქალაქედ, ამ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით”.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ