1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მობ მოგ მოდ მოვ მოთ მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოწ მოხ

მოხმარების სოციოლოგია

მოხმარება ნიშნავს ინდივიდების მიერ საქონლისა და მომსახურების გამოყენების ხასიათსა და წესს. ტრადიციულად სოციოლოგები დიდ ყურადღებას უთმობდნენ წარმოებას, მაგრამ XIX ს-ის 80-90-იანი წლებიდან იზრდება სოციოლოგების პროფესიული ინტერესი მოხმარებისადმი. მოხმარებას სწავლობს სოციოლოგიის დარგი - მ.ს. იგი იკვლევს სამომხმარებლო ქცევის კულტურულ და სოციალურ განზომილებებს, როგორც მაკროსოციოლოგიური (ჯგუფების სოციოლოგია, მასმედიის ზეგავლენა ინდივიდებზე, სოციალური ფენისადმი მიკუთვნებულობის ზეგავლენა, ოჯახის ზეგავლენა მოხმარებაზე და ა.შ.), ასევე მიკროსოციოლოგიური პერსპექტივიდან. მოხმარების კულტურული ასპექტის თანახმად, ინდივიდი თავის სამომხმარებლო ქცევით, ანუ მოხმარების საკუთარი სტილით მისდევს ღირებულებით განსაზღვრულ მეტ-ნაკლებად საყოველთაოდ აუცილებელ ქცევის ძირითად ნიმუშებს. ცხოვრების სტილისა და სამომხმარებლო კულტურაში ინტერკულტურული განსხვავების გვერდით არსებობს ინტერკულტურალურად განპირობებული ქცევის ნიმუშები, რომლითაც ინდივიდები საკუთარი სამომხმარებლო ქცევისას ხელმძღვანელობენ. სამომხმარებლო ქცევა ხშირად სოციალურ-კულტურულ და მოდაში მიმდინარე ცვლილებებსაა დაქვემდებარებული. მოხმარების სოციალური ასპექტი გულისხმობს სამომხმარებლო ქცევაზე კულტურული, საზოგადოებრივი და სპეციფიკური ჯგუფების ზეგავლენის სისტემატიზაციას.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9