E. Multilateral international treaty ხელშეკრულება, რომელშიც მონაწილეობს ორზე მეტი მხარე. იგი შეიძლება იყოს უნივერსალური (მაგ., საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ) და რეგიონალური (ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ). საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში ასევე გამოყოფილია შეზღუდული რაოდენობის მონაწილეთა ხელშეკრულებები.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]