1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მსა მსო მსხ მსჯ

მსოფლიო მთავრობა

ხელისუფლების ზეეროვნული ჰიპოთეზური ორგანო, რომელიც ძალაუფლების მსოფლიო მასშტაბით ცენტრალიზებასა და ძალის გამოყენებით მონოპოლიის დაწესებას შეძლებდა. მ.მ-ის თეორეტიკოსთა აზრით, ეს ორგანო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობა გახდებოდა და საერთაშორისო ანარქიის დაძლევას შეძლებდა. მ.მ-ის შესაქმნელად საჭირო იქნებოდა სახელმწიფოების სუვერენიტეტის გაუქმება და თანამედროვე საერთაშორისო სისტემის საფუძვლიანი გარდაქმნა. მ.მ-ის შექმნა შეიძლება ან მსოფლიო იმპერიის დამყარების, ან შიდა ანალოგიის საფუძველზე სახელმწიფოთა ფედერაციის შექმნის საშუალებით. მ.მ. საერთაშორისო სისტემის მოწყობის ტრადიციული მოდელების - ძალთა წონასწორობისა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემების ალტერნატივაა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9