1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მსა მსო მსხ მსჯ

მსოფლიო ომი

ომის განსაკუთრებული სახე, როცა შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაბმული აღმოჩნდება ყველა დიდი სახელმწიფო და მათი სატელიტები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. მ.ო-ის დაწყების მიზეზი, როგორც წესი, წამყვან სახელმწიფოთა შორის წინააღმდეგობის გამწვავებაა, რაც არსებულ ძალთა წონასწორობის დარღვევისა და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისკენ არის მიმართული. მ.ო-ის წარმოშობა შესაძლებელია მხოლოდ იმპერიალიზმის ეპოქაში, რადგან მანამდე არსებულ ისტორიულ ეპოქებში ერთიანი მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების არარსებობა გამორიცხავს მ.ო-ის გაჩაღებას. ამიტომ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ორივე მ.ო. XX ს-ში იყო. მ.ო. გამოირჩევა მსხვერპლისა და ნგრევის უმაგალითო მასშტაბებით. პირველ მ.ო-ში დაიღუპა რვა მილიონი სამხედრო და ორ მილიონამდე სამოქალაქო პირი. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა და ოფიცერთა საერთო რაოდენობამ 17 მილიონს მიაღწია, ხოლო მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 35 მილიონს აღემატებოდა. გნსაკუთრებულად კატასტროფული იქნება მესამე მ.ო (თუ კაცობრიობამ ვერ შეძლო მისი თავიდან აცილება), რადგან წინა ორისგან განსხვავებებთ, გამოყენებული იქნება მასობრივი განადგურების იარაღი, რამაც შეიძლება მთლიანად მოსპოს სიცოცხლე დედამიწაზე. ამიტომ ახალი მ. ო-ს თავიდან აცილება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9