1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მუზ მულ მუნ მუს მუქ

მულტილატერალიზმი

სამი ან მეტი სახელმწიფოს კოორდინირებული ურთიერთობა გარკვეული პრინციპების შესაბამისად. როგორც პოლიტიკა, მ. გულისხმობს სახელმწიფოს წინასწარგანსაზღვრულ მოქმედებას სხვა სახელმწიფოებთან ერთად დასახული მიზნის მისაღწევად. ხშირად მ. ინსტიტუციონალურად ფორმდება და რეგიონული ან საერთაშორისო ორგანიზაციის სახით წარმოჩინდება, მაგრამ ასევე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა მ. ინსტიტუციონალურ სახეს არ იღებს. XX ს–ის მეორე ნახევრიდან სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულების მზარდი პროცესის შესაბამისად, მ. ურთიერთობების ძირითადი ფორმა გახდა. ამასთან, იგი ხშირად ასოცირდება ჰეგემონობისა და ლიდერობის ცნებებთან. კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების მულტილატერალისტური პოლიტიკა აშშ–ის აშკარა ლიდერობითა და ჰეგემონობით ხორციელდებოდა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9