1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მუზ მულ მუნ მუს მუქ

მულტიპოლარობა

საერთაშორისო სისტემის ტიპი, როცა სისტემაში აშკარად დომინირებს სამი და მეტი პოლუსი. მათი გამოყოფის საფუძველია აქტორების ან აქტორთა ჯგუფის შესაძლებლობა და პოტენციური ძალა, როგორც პოლუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. როგორც წესი, პოლუსების როლს სისტემაში ასრულებენ არა ცალკეული სახელმწიფოები (თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში ესეც შესაძლებელია, მაგ., აშშ და სსრკ), არამედ სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკებად და კოალიციებად შეკავშირებული სახელმწიფოთა ჯგუფები. მ–ის ყველაზე ნათელი მაგალითია ძალთა წონასწორობის სისტემა. საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გარედან აგრესიის შიშის გამო სახელმწიფოები ქმნიან კავშირებს ანდა ეტმასნებიან პოტენციურ აგრესორებს. კ. უოლცის აზრით, მ. ზრდის გაურკვევლობას და ეჭვს პოლარულ აქტორებს შორის და შესაბამისად იზრდება არასტაბილურობის საფრთხეც. ცივი ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო სისტემამ ძირეული ცვლილება განიცადა. ამჟამად საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის თვალსაზრისით, მსოფლიო სისტემა ტრიპოლარულია (აშშ, ევროკავშირი, იაპონია), სამხედრო უსაფრთხოების კუთხით კი აშშ უფრო დომინანტურად გამოიყურება.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9