1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მშვ მშო

მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

E. Crimes against peace and humanity
მძიმე საერთაშორისო სამართალდარღვევა (დანაშაული), რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას, ხელყოფს მშვიდობიანი თანაცხოვრების წესებს, სახელმწიფოთა და ხალხთა თავისუფალ განვითარებას, მასობრივად და უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. ამ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება: დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ (აგრესია, გენოციდი და სხვ.); სამხედრო დანაშაულობანი (ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევა); დანაშაული ადამიანურობის წინააღდმეგ. პირველად საერთაშორისო დანაშაულთა კლასიფიკაცია მოახდინეს ნიურნბერგისა და ტოკიოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალებმა (იხ. ნიურნბერგის პროცესი და ტოკიოს პროცესი). რომელთა წესდებასა და მთავარ სამხედრო დამნაშავეთა მიმართ გამოტანილ განაჩენებში ჩამოყალიბებულია ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა აგრესიული სახელმწიფოებისა და მათი მეთაურების პასუხისმგებლობის შესახებ.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9