1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნათ ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაც ნახ

ნარკომანია

  1. 1. ნარკოტიკული საშუალებებისადმი მოძალებული ლტოლვა;
    2. ნარკოტიკთა ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ჩამოყალიბებული ფსიქოზური მდგომარეობა. ნ-ის კონტროლი დასავლური ქვეყნების მთავრობებისა და და გაეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. პრობლემაა ის, რომ ზოგიერთი ნარკოტიკი, რომელიც მიჯაჭვულობას არ იწვევს, აკრძალულია. ზოგიერთი კი, უფრო საშიში (მაგ., ალკოჰოლი ან თამბაქო) - არა. ამ ფაქტს ხსნიან იმით, რომ ღრმად ფესვგადგმული ნარკოტიკის, ან მორალური პანიკისა და მასმედიის მხრიდან გაზვიადების კონტროლი უფრო რთულია, შესბამისად, სამართალდამცავი ზომები და კონტროლი უნდა გამკაცრდეს ახალდანერგილი ნარკოტიკების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნ. დაკავშირებულია სოციალური დევიაციის სხვადასხვაგვარ ფორმასთან ან ენეთნიკურ უმცირესობათა, ან დაბალი სტატუსის მქონე ჯგუფებთან.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. drug addiction
    Gk. narkosis გაშეშება და mania მისწრაფება, სიგიჟე
    ნარკოტიკების ხმარებისკენძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9