1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნათ ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაც ნახ

ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა

E. Fight against drugs
ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს ქმედებათა ფართო სპექტრს, რომელთაგან უმთავრესია ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ სფეროში სამოქმედოდ ევროკავშირს შეუძლია სხვადასხვა სამართლებრივ საფუძველს დაეყრდნოს ნარკოტიკების მოხმარების აღკვეთას ევროგაერთიანების ხელშეკრულების 152-ე მუხლი ითვალისწინებს (საზოგადოებრივი ჯანმრთელობა). ამ მუხლის დებულებათა საფუძველზე გაერთიანებამ შეიმუშავა 1996-2000წწ. სამოქმედო პროგრამა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა ევალება ევროპოლის ნარკოტიკების განყოფილებას, რომელმაც ჩამოაყალიბა საგამოძიებო ქვედანაყოფი წევრ სახელმწიფოთა პოლიციებსა და საბაჟოებს შორის თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. 1998 წლის 1 ოქტომბერს ეს ქვედანაყოფი ევროპის პოლიციის სამსახურის ნაწილი გახდა ამსტერდამის ხელშეკრულება განსაზღვრავს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავის (სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიციისა და სასამართლო თანამშრომლობა) ერთ-ერთ მიზანს. ევროპის კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 29-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა (2000-04). ეს გეგმა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას კავშირის ერთ-ერთ საშინაო და საგარეო პრიორიტეტად აქცევს. იგი რეკომენდაციას უწევს მონაცემების გაცვლასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირის საჭირო საშუალებებით აღჭურვის მიზნით.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9