1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნათ ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაც ნახ

ნატო

  1. E. NATO (North Atlantic Treaty Organisation)
    ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო ან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი) 1949 წელს დაარსდა და ბრიუსელში აქვს შტაბ-ბინა. იგი 19 წევრს აერთიანებს: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები (ავსტრიის, ფინეთის, ირლანდიის და შვედეთის გარდა), კანადა, აშშ, ისლანდია, ნორვეგია და თურქეთი, 1999 წლის 12 მარტიდან კი, პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა.
    ევროპის კავშირი პატივს სცემს თავის წევრ სახელმწიფოთა ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ ნატოს წევრობიდან და შეესაბამებიან ნატოს ერთიანი უსაფრთხებისა და თავდაცვის პოლიტიკას. ევროკავშირის ხელშეკრულების თანდართული დეკლარაცია, რომელიც დასავლეთ ევროპული კავშირს შეეხება, ნატოსა და ამ კავშირს შორის მომავალ ურთიერთობებს განმარტავს. თავად დასავლეთ ევროპული კავშირი წარმოადგენს ევროკავშირის თავდაცვით კომპონენტს და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ევროპული საყრდენის გაძლიერების საშუალებას.
    Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
  2. E. North Atlantic Treaty Organization - NATO
    ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელიც 1949 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრ კავშირის გავლენის გაფართოების საპასუხო ნაბიჯი. მასში თავდაპირველად 12 სახელმწიფო იყო გაერთიანებული: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი, დანია, ისლანდია, ნორვეგია და პორტუგალია. ნატოში შემავალ სახელმწიფოებს მიღწეული აქვთ შეთანხმება, რომ ერთ-ერთი ქვეყნის მიმართ აგრესია განხილული იქნება როგორც ნატოში შემავალი ყველა ქვეყნის მიმართ აგრესია, რასაც შესაბამისი სამხედრო რეაგირება მოჰყვება. თავდაპირველი ვითარების რადიკალური შეცვლისა და ცივი ომის დასრულების მიუხედავად, ნატო კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მას მხარს უჭერს მრავალი ქვეყანა, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი თითქმის ყველა სახელმწიფო. 2004 წლის ივნისისათვის ნატოს წევრი იყო 26 ქვეყანა; ახალი წევრების მიღების პროცესი კვლავაც ინტენსიურად გრძელდება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9