1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნათ ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაც ნახ

ნაციონალიზმი

  1. E. Nationalism
    პოლიტიკური პრინციპი, რომელიც პოლიტიკურის და ნაციონალურის ერთ მთლიანობას ამტკიცებს. ეს პოლიტიკური იდეალია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებრიობა თითოეული ერის პოლიტიკური ორგანიზაციის ოპტიმალური ფორმაა. ნ. უნდა განვასხვავოთ პოლიტიკური, ან კულტურული ავტონომიის მოთხოვნისაგან. ნაციონალისტური პროგრამები ასიმილაციის (ხშირად ძალადობრივის) გზით ნაციონალურ ერთგვაროვნებისაკენ მოუწოდებენ, ზოგ შემთხვევებში კი – სხვა ეროვნების ადამიანთა დეპორტაციის, მათი მკვლელობის, ან ირიდენტიზმისაკენ. ბევრ ქვეყანაში, ეთნიკური არაერთგვაროვნების პირობებში, ნაციონალისტურ პოლიტიკას უმცირესობებისათვის მოაქვს ზიანი.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. ეს ტერმინი ორი ძირითადი მნიშვნელობით გამოიყენება - როგორც იდეოლოგია და როგორც გრძნობა. პირველი მნიშვნელობით იგი ემყარება ნაციის, ერის ცნებას და გარკვეულ პოლიტიკურ და კულტურულ მიზნებს ისახავს. მათ შორის უმთავრესია ეროვნული თვითგამორკვვის იდეა, რომელიც შეიძლბა მიღწეული იქნეს დამოუკიდებლობის, ირედენტიზმისა თუ სეცესიის გზით. მეორე მნიშვნელობით ნ. არის გრძნობა, რომლის მიხედვითაც ერი და ერი-სახელმწიფო არის უმაღლესი ღირებულება და მათდამი ლოიალობა დომინანტურია ყველა სხვა ლოიალობასთან შედარებით. ე.ი. ეროვნული ინტერესები მაღლა უნდა იდგეს პირად, ნათესაურ, ტომობრივ, კლასობრივ რელიგიურ თუ ზოგადსაკაცობრიო ინტერესბზე. ნ-ის წარმოშობა XVIII ს-ის ბოლოს მიეკუთვნება და საფრანგეთის დიდ რევოლუციასა და ნაპოლეონის ომებს უკავშირდება. ევროპის ხალხების უმრავლესობამ მაშინ გააცნობიერა საკუთარი თავი კულტურულ ერთობად (რაშიც დიდი წვლილი შეიტანა მშობლიურ ენებზე წიგნებისა და პრესის სწრაფმა გავრცელებამ ანუ ე.წ. ბეჭდვითმა კაპიტალიზმმა) და მიზნად პოლიტიკურ ერთობად ქცევა დაისახა, რაც საკუთარი ეროვნული სახლმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ბრძოლას ნიშნავდა. გერმანული და იტალიური ნ. გამაერთიანებელი ნ-ის მაგალითია. ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიაში მყოფი ხალხების (ჩეხური, პოლონური, უნგრული, ხორვატული, ბულგარული, ბერძნული, სერბული და ა.შ.) ნ. კი განმათავისუფლებლ ნ-ს წარმოადგენს. ერისა და სხელმწიფოს შერწყმამ ერ-სხელმწიფოდ სათავე დაუდო საერთაშორისო ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპს და ახალ ფორმას - სახელმწიფოცენტრიზმს. XIX ს-ში ნ-ის იდეოლოგია ევროპიდან „ექსპორტირებულ“ იქნა დანარჩენ მსოფლიოში, რაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისა და დეკოლონიზაციის სახით გამომჟღავნდა. ამ ე.წ. ანტიკოლონიური ნ-ის შედეგად მასოფლიოში ასორმოცდაათამდე ახალი სახელმწიფო წარმოიშვა. თუმცა მათი უმრავლესობა ერ-სახელმწიფოებად ვერ ჩამოყალიბდა. ბევრ მათგანში ეთნიკური ჯგუფების მინი-ნციონალიზმი (ანუ სეპარატული ნ.) სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ სახელმწიფოთა მთლიანობას და მათ კვაზისახელმწიფოების, ზოგ შემთხვევაში კი არშემდგარი ქვეყნების რიცხვში აყენებს. ნ., როგორც გრძნობა, განსხვავებულად არის წარმოდგენილი ერის ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებში. სხვა პოლიტიკურ იიდეების მსგავსად ნ-ც მოსახლეობაში სოციალიზაციის მექანიზმის მეშვობით ვრცელდება, თუმცა, როგორც წესი, იგი ძირითადად ინტელიგენციისათვის არის დამახასიათებელი. ნ-ის ერთ-ერთი ძირითადი სახე - ეთნიკური ნ., მიზნის მიღწევის ანუ ეროვნული სხელმწიფოს შექმნის შემდეგ, როგორც წესი, იცვლება ლიბერალურ და სახელმწიფო ნ-ად, რომლებიც აქცენტს არა ეთნიკურ, არამედ კულტურულ და პოლიტიკურ ერთობაზე აკეთებენ და უპირისპირდებიან სახელმწიფოს შიგნით არსებულ ეროვნულ უმცირესობათა ეთნიკურ ნ-ს, როგორც სახელმწიფოს ერთიანობის მთავარ მტერს. თუ ტიტულარული ერის ნ. საკუთარ დამოუკიდებელ სახელმწიფოშიც ეთნიკური ხასიათისაა, მაშინ სავარაუდოა, რომ იგი შოვინიზმის, ფაშიზმისა და ნაციზმის ფორმას მიიღებს. ნ-ის თავისებური ფორმაა პანნაციონალიზმი, რომელიც ზეეროვნული ხასიათისაა და ეთნიკურად, რასობრივად ან რელიგიურად მონათესავე ხალხების შეკავშირებისა და პოლიტიკური ერთიანობისათვის იბრძვის.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. nationalism
    Fr. nationalisme
    ერთი ერის მეორეზე უპირატესობის მტკიცებაზე დამყარებული ერთაშორისი შუღლის გაღვივებისკენ მიმართული იდეოლოგია და პოლიტიკა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9