1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნათ ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაც ნახ

ნაციონალიზაცია

  1. მიწასა და ნაციონალური მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილის (მრეწველობა, ბანკები, ტრანსპორტი, კავშირგბმულობა და სხვ.) კერძო სკუთრებიდან სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემის პოლიტიკა და პრაქტიკა. XX ს-ში ბევრ ქვეყანაში ნ. სხვადასხვაგვარად და ფართოდ გამოიყენებოდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ პერიოდში მან მოიცვა ყოფილი სსრკ-ის, ხოლო 1945-50 წ ლებში რიგი სოციალისტური ქვეყნების მიწისა და სახალხო მეურნეობის თითქმის მთლიანი მოცულობა. ნ-ის მოთხოვნა ამა თუ იმ ფორმით ფიგურირებდა არასოციალისტური ქვეყნების მთელი რიგი პარტიების (უპირველეს ყოვლისა, სოციალისტური და კომუნისტური ორიენტაციის) საპროგრამო დოკუმენტებში აქტიურად ხორციელდებოდა სოციალისტური მთავრობების (დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტების, საფრანგეთში სოციალისტების და სხვ.) მიერ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ნ. ყოველთვის და ყველგნ სასურველ შედეგს როდი იძლეოდა, ამიტომაც მას ხშირად პირუკუ - დენაციონალიზაციის პროცესი მოჰყვებოდა ხოლმე.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. nationalization
    Fr. nationalisation
    კერძო საკუთრების (მიწის, მსხვილი წარმოების, ეკონომიკის ცალკეული დარგის) უსასყიდლოდ (ან ნაწილობრივი კომპენსაციით) სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევა. საპირისპირო ტერმინია პრივატიზაცია (დეცენტრალიზაცია).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9