1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ოთხ

ოთხი თავისუფლება

E. Four Freedoms
1957 წელს ამოქმედებული ევროპის ეკონომიკური გაერთიანების უმთავრესი მიზანი იყო წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ბარიერების გაუქმება. ამ მიზნით გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთიანი ბაზრის შექმნას, რომელიც ოთხ თავისუფლებას დაეფუძნებოდა: საქონლის გადაადგილების, პირთა გადაადგილების, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებას საქონლის გადაადგილების თავისუფლება უპირველეს ნაბიჯად განიხილებოდა ერთიანი ბაზრის შექმნის გზაზე. ეს თავისუფლება ვრცელდებოდა როგორც წევრ სახელმწიფოებში წარმოებულ საქონელზე, ასევე მესამე სახელმწიფოებიდან შემოტანილ პროდუქციაზეც. იმისათვის რომ საქონელს თავისუფლად ემოძრავა წევრ სახელმწიფოებს შორის, ამ უკანასკნელებმა გადაწყვიტეს საბაჟო კავშირის შექმნა, რაც გულისხმობდა გადასახადების გაუქმებას იმპორტსა და ექსპორტზე და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ გადასახადზე. ამასთანავე, დაწესდა ერთიანი საბაჟო ტარიფი მესამე სახელმწიფოებთან მიმართებაში პირთა თავისუფალ გადაადგილებას ორგვარი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში ეს ეხება მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას, რაშიც იგულისხმება ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მოქალაქის მიმართ მისი მოქალაქეობიდან გამომდინარე ნებისმიერი დისკრიმინაციის აკრძალვა სამუშაოზე დაქირავებისას, ანაზღაურებისას ან სხვა სამუშაო პირობების განსაზღვრისას. მეორე მხრივ, პირთა თავისუფალი გადაადგილების უფლება გულისხმობს თითოეული წევრი სახელმწიფოს მოქალაქის უფლებას იცხოვროს ან ეკონომიკური საქმიანობა აწარმოოს მეორე წევრ სახელმწიფოში მიუხედვად იმისა, რომ პირთა თავისუფალ გადაადგილებას და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას ბევრი რამ აერთიანებთ, ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული უფლებებია. ეს განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ თუ პირთა თავისუფალი გადაადგილების უფლება გულისხმობს სხვა წევრ სახელმწიფოში მუდმივი ცხოვრებისა და ეკონომიკური მოღვაწეობის უფლებას, მომსახურების გადაადგილების უფლება ისეთ ანაზღაურებად მოღვაწეობას გულისხმობს, რომელიც დროითაა შეზღუდული. სიტყვა ,,მომსახურებას” ფართო მნიშვნელობა აქვს. თავდაპირველად ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეკრულება თავად მოიცავდა ამ მომსახურებათა კლასიფიკაციას, კერძოდ, მრეწველობასთან დაკავშირებული მომსახურება, სავაჭრო მომსახურება, სხვადასხვა ხელობასთან დაკავშირებული თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელთა მომსახურება. მოგვიანებით ამ ჩამონათვალს ევროკომისიამ ტურიზმთან და რადიომაუწყებლობასთან დაკავშირებული მომსახურებებიც დაუმატა.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9