1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ოლი

ოლიგარქიის რკინის კანონი

რობერტ მიხელსის (1876-1936) მიერ თავის წიგნში – „პოლიტიკური პარტიები“ (1911) ჩამოყალიბებული პრინციპი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია და პროფკავშირები, საბოლოო ჯამში, აუცილებლად ექცევა რამდენიმე ადამიანის უპირობო და უკონტროლო მმართველობის ქვეშ. მიხელსის თანახმად, რაც უნდა დემოკრატიული იყოს ორგანიზაციის დამფუძნებელთა განზრახვა, ორგანიზაციის გაფართოება აუცილებლად იწვევს სირთულეებს მის მართვასთან დაკავშირებით. ამდენად, ორგანიზაციის ფარგლებში ყალიბდება მყარი ბიუროკრატია, რომლის მიზანია მართვაში პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა. ასე ხდება ძალაუფლების კონცენტრაცია ძალზე მცირე რაოდენობის ადამიანების (ლიდერების) ხელში, რომლებიც თანდათან გამოდიან ორგანიზაციის რიგითი წევრების კონტროლიდან. ისინი ახდენენ კომუნიკაციური რესურსების მონოპოლიზებას და ამით იმყარებენ თავიანთ ძალაუფლებას. მიხელსი მიუთითებს იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებიც განაპირობებს ოლიგარქიულობისკენ სწრაფვას: 1. ტექნიკური (ეფექტურად მართვადი ორგანიზაციის მოთხოვნილება); 2. ლიდერთა ფსიქოლოგიური ხასიათი (პოსტებისა და პრივილეგიების დამკვიდრებისკენ სწრაფვა); 3. მასების ფსიქოლოგიური ხასიათი (აპათიურობა და ხელმძღვანელისადმი მორჩილებისა და მართულობის სურვილი). ო.რ. კ.–ის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიხელსის დასკვნა ზედმეტად პესიმისტურია – დემოკრატიას აქვს შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ძალაუფლების განაწილებას უზრუნველყოფს მართვის სხვადასხვა ჰორიზონტალურ რგოლს შორის.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9