1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ომბ ომი ომო ომუ

ომი

  1. E. War
    პირდაპირი, ფიზიკური ძალადობის გამოყენება ორი ან მეტი სახელმწიფოს მიერ. ო. იწყება მაშინ, როდესაც პოლიტიკური კონფლიქტის ორი ან მეტი მონაწილე მივა იმ დასკვნამდე, რომ მშვიდობიანი მეთოდებით შეუძლებელია შეუთავსებადი, ან განსაკუთრებული მიზნების მიღწევა. ო-ის, როგორც საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის მეთოდი, უარყოფილია გაეროს წესდებით. ო-ის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია ასეთია: ხანგრძლივი ბრძოლა ორი ან მეტი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის (ან ერთი ქვეყნის, ან ერთი ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფის შიგნით), როდესაც ბრძოლის ველზე ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ადამიანი იღუპება. ამ დონეზე დაბალ შეიარაღებულ კონფლიქტს დაბალი ინტენსივობის კონფლიქტს უწოდებენ. ო-ს, ისევე როგორც კონფლიქტს, წინ უსწრებს უთანხმოებანი, რომელთა წინამორბედი, თავის მხრივ, პოლიტიკური დაძაბულობაა.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. ორგანიზებული შეიარაღებული ბრძოლა, რომელსაც შეიძლება აწარმოებდნენ სახელმწიფოები, ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე ხალხები, ასევე სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი აგრესიულ ომს საერთაშორისო დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს. განასხვავებენ სამართლიან (მართლზომიერ) ო–სა (ასეთებია, მაგ., ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვა აგრესიის წინააღმდეგ, ომი კოლონიზატორთა წინააღმდეგ, თვითგამორკვევის უფლების განხორციელებისათვის) და უსამართლო (არამალთზომიერ) ომებს (მაგ., აგრესია, კოლონიური ომები). ომს თან ახლავს რიგი სამართლებრივი შედეგები: მეომარ სახელმწიფოთა შორის დიპლომატიურ და სხვა ურთიერთობათა გაწყვეტა, საერთაშორისო ხელშეკრულებათა გაუქმება და ა. შ. თანამედროვე საერთაშორისო სამართლით ომი აკრძალულია. აიკრძალა არა მარტო ომის დაწყება, არამედ ნებისმიერი სახის სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ზომების გამოყენება ამა თუ იმ სახელმწიფოს დაპყრობის ან მისი პოლიტიკური დაქვემდებარების მიზნით. ნიურნბერგისა და ტოკიოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალების წესდებებითა და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით, აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და გაჩაღება საერთაშორისო დანაშაულად არის აღიარებული.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9