1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ომბ ომი ომო ომუ

ომის წარმოების აკრძალული მეთოდები

E. Prohibited methods of warfare
ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის 1949 წლის კონვენციებითა და 1977 წლის დამატებითი ოქმებით ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ დადგენილი წესები, რომლებიც კრძალავენ ომის წარმოებას ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორებიცაა: მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლ პირთა მუხანათურად დახოცვა ან დაჭრა; წამება მოწინააღმდეგე მხარის შესახებ ცნობების მოპოვების მიზნით: ეროვნული საერთაშორისო ემბლემების, სიგნალებისა და დროშების ბოროტად გამოყენება; პარლამენტარებისა და მათი თანმხლები პირების მკვლელობა; სანიტარულ ობიექტებზე თავდასხმა; გენოციდი, აპარტეიდი, მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი, სამხედრო ტყვეთა და მოწინააღმდეგე მხარის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ სხვა პირთა იძულება, მონაწილეობა მიიღონ სამხედრო მოქმედებებში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ; კულტურულ ფასეულობათა და ისტორიულ ძეგლთა განადგურება და სხვ.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9