1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ოპე ოპო ოპტ

ოპოზიცია

  1. 1. საზოგადოების შიგნით მეტ–ნაკლებად ორგანიზებული ხალხის ჯგუფი, სოციალური ჯგუფები, პარტიები ან ორგანიზაციები, რომლებიც გაბატონებული უმრავლესობის პოლიტიკური და პრაქტიკული შეხედულებების საწინაარმდეგო ქმედების, დაპირისპირების, წინააღმდეგობის საკუთარ ხაზს ატარებენ. 2. ერთი საპირისპირო შეხედულებებისა და პოლიტიკის მეორისადმი დაპირისპირების პროცესი. ო.–ის არსებობა დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობაა და მის იდეურ–პოლიტიკურ შემწყნარებლობაზე, პლურალიზმზე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობასა და ა. შ. მეტყველებს. ეს არის საშუალება, საზოგადოება და სახელმწიფო დაზღვეული იყოს უკონტროლობისა და ცალმხრივი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. შემთხვევითი არ არის, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ო. დაშვებული არ არის და მკაცრად ჩაიხშობა. ფორმის სახისა და ხასიათის მიხედვით განასხვავებენ კონსტრუქციულ, საქმიან, დეკონსტრუქციულ, ლოიალურ, დამანგრეველ, კომპრომისისათვის მზადმყოფ, ზომიერ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო, შიდაპარტიულ და სხვ. ო.–ს. უფრო ხშირად ო. სოციალურ–პოლიტიკურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელსაც დემოკრატიულ სახელმწიფოში გარკვეული უფლებები აქვს და მისი აზრი, ასე თუ ისე, უმრავლესობის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს (მაგ., პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის აზრის გათვალისწინება).
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. opposition
    G. opposition
    Fr. opposition
    L. oppositio დაპირისპირება, შეკამათება, შედავება
    1. წინააღმდეგობა;
    2. რაიმე საზოგადოების, ორგანიზაციის, პარტიის შიგნით უმრავლესობის საწინააღმდეგო პოლიტიკის გამტარებელ ადამიანთა ჯგუფი.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9