1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ოპე ოპო ოპტ

ოპორტუნიზმი

  1. საბჭოთა პოლიტიკურ ლიტერატურაში გავრცელებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავდა მუშათა მოძრაობის პოლიტიკური და იდეოლოგიური ლიდერების შემგუებლობას ბურჟუაზიის, ბურჟუაზიული იდეოლოგიის მიმართ. საბჭოთა იდეოლოგია ოპორტუნისტულ გარიგებას კლასობრივ მტრებთან განასხვავებდა ტაქტიკური კომპრომისებისაგან, რომლებიც შეიძლება საჭირო გამხდარიყო პოლიტიკური ბრძოლის მსვლელობისას. კომპარტიის თეორეტიკოსები გამოყოფდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც საშუალებას იძლეოდა გამიჯნულიყო ოპორტუნისტურლი და ტაქტიკურ–დროებითი შეთანხმება ბურჟუაზიასთან. კერძოდ, ო. ცდილობდა საბოლოო ჯამში მუშათა მოძრაობა დაეყვანა კერძო მოთხოვნების რეალიზაციასა ან ცალკეულ რეფორმებზე და თავს არიდებდა მუშათა მოძრაობის ძირითადი მიზნისაკენ, პროლეტარიატის დიქტატურისაკენ წაყვანას. ამგვარი კრიტერიუმების არსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში სავსებით შესაძლებელი იყო ოპორტუნისტის იარლიყი მიეწებებინათ შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში ნებისნიერი დამარცხებული თანაპარტიელისათვის.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. opportunism
    Fr. opportunisme
    L. opportunus სარფიანი, ხელსაყრელი, მოხერხებული
    უპრინციპობა, შეგუებადობა, შემთანხმებლობა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9