1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ოჯა

ოჯახური ძალადობა

გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. ოჯახური ძალადობა არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური შეურაცხყოფა, რომელიც მოზალადის მიერ სხვაზე (მსხვერპლზე) კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. რუსეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 14 ათასზე მეტი ქალია მოკლული მეუღლის ან სექსუალური პარტნიორის მიერ, აშშ-ში წელიწადში საშუალოდ 4 მლნ. ქალი განიცდის ფიზიკურ შეურაცხყოფას მამაკაცების მხრიდან. ფიზიკური შეურაცხყოფა მოიცავს ქმედებას ცემითა და გარე სამყაროდან იზოლირებით დაწყებული, პარტნიორის საკუთრების ხელყოფით დამთავრებული; სექსუალური შეურაცხყოფა არის - გაუპატიურება, ქალისამი, როგორც საგნისადმი მოპყრობა, ცემის შემდეგ სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობა; ფსიქოლოგიური - განუწყვეტელი კრიტიკა, აბუჩად აგდება, ეჭვიანობა, საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხში ერთად გასვლის აკრძალვა, ბავშვებით მანიპულირება, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა; ეკონომიკური - ეკონომიკური მონოპოლია საოჯახო ფინანსებზე, საკუთრებაზე, მუდმივი კონტროლი ეკონომიკური ზეგავლენის შენარჩუნების მიზნით. ოჯახური ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში ტაბუირებული თემაა და გენდერული ცენზურისა და თვითცენზურის გავლენის გამოხატულებაა. დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობაშო არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მოძალადობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საქართველოში ამგვარი კანონმდებლობა არ არსებობს, თუმცა ფუნქციონირებს იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის და ასევე არსებობს არასამათვრობო ორგანიზაციათა კოალიცია ოჯახური ძალადობის წინააღდმეგ.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9