1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პავ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმება

E. Partnership and Cooperation Agreement (PCA)
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება დაიდო, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის. შეთანხმება თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გარდა \nშეთანხმების მიზნებია: 1) პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა; 2) საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა; 3) ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა; 4) სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, ფინანსური, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და კულტურული ურთიერთობებისათვის საფუძვლის შექმნა \nპარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით გათვალისწინებული თანმშრომლობის განსავითარებლად შექმნილია სპეციალური ინსტიტუციური ჩარჩო. კერძოდ, არსებობს შემდეგი ინსტიტუტები: თანამშრომლობის საბჭო, კომიტეტი და საპარლამენტო კომიტეტი. თანამშრომლობის საბჭო ზედამხედველობას უწევს შეთანხმების განხორციელებას და უფლებამოსილია მიმართოს სხვადასხვა ქმედებებს შეთანხმების მიზნების მისაღწევად. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მინისტრები და, ევროკავშირის მხრიდან, წევრი სახელმწიფოებისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. იგივე მხარეები არიან წარმოდგენილი კომიტეტში, ოღონდ შესაბამისი სფეროს საჯარო მოხელეებით. კომიტეტი ამზადებს საბჭოს შეხვედრებს. საპარლამენტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება და ორ მხარეს შორის დიალოგის ფორუმს წარმოადგენს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9