1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პავ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პასუხისმგებლობის დაკისრება

E. Attribution of personsibility
თანამდებობის პირის ვალდებულება საკუთარი მოქმედების ან უმოქმედობის შედეგებზე. პ.დ-ის ხუთ სახეს განასხვავებენ: \ 1. ასოციაცია: ადამიანი პასუხს აგებს ნებისმიერ შედეგზე, რომელსაც რაიმე სახით იწვევს მისი ქმედება, ან იქმნება ასეთი შთაბეჭდილება (პასუხისმგებლობა სხვათა ქმედებების გამო); \ 2. ქმედება: მიზეზი ადამიანის ქმედებებშია. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქ იმით არის განპირობებული, რომ ადამიანის ქმედება მიღებული შედეგის აუცილებელი პირობა იყო, მაშინაც კი, თუ მას არ შეუძლია მისი წინასწარი განჭვრეტა. ადამიანს ასამართლებენ არა მისი განზრახვების, არამედ მოქმედებით გამოწვეული შედეგისათვის (მკაცრი პასუხისმგებლობა); \ 3. განჭვრეტის შესაძლებლობა: ადამიანი პასუხისმგებელია (პირდაპირ, ან არაპირდაპირ) ნებისმიერ შედეგზე, რომლის განჭვრეტა მას შეეძლო, მაშინაც კი, როცა ეს არ შეადგენდა მის მიზანს და ზიანს არ აყენებდა წინასწარი განზრახვით (დაუდევრობა); \ 4. განზრახვა: ადამიანის განზრახვა განიხილება, როგორც მისი ქმედებების წყარო (სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა); \ 5. გამართლება: ამ სტადიაზე, ადამიანს პირადი მოტივებიც კი არ მიეწერება მთლიანად, არამედ ითვლება, რომ ამ მოტივების წყაროები მის გარემოცვაშია. ქმედებაზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ მისი გარემოცვაც იზიარებს (სასამართლოს მიერ გამართლება, შემამსუბუქებელი გარემოებები, პატიმრობის შემამსუბუქებელი პირობები).
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9