1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პავ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პატერნალიზმი

  1. სოციალური პარტნიორობის, ქველმოქმედების, საზოგადოების სოციალურად ნაკლებად დაცულ ნაწილზე ზრუნვის თეორია, პოლიტიკა და პრაქტიკა. მას განვითარებულ ქვეყნებში ადამიანური ურთიერთობების დოქტრინის ფარგლებში გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. იგი მიზნად ისახავდა კონფლიქტურ საზოგადოებებში, არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წინააღმდეგობების დაძლევას.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. paternalism
    Fr. paternalisme
    L. paternus მამობრივი
    1. უფროსის მიერ უმცროსისადმი გაწეული მფარველობა, მზრუნველობა;
    2. ზოგიერთი ქვეყანაში გავრცელებული შრომითი ურთიერთობები: კადრების დამაგრების, (მიგრაციის აღსაკვეთად), მწარმოებლურობის დონის ასამაღლებლად საწარმოში დამატებითი შეღავათებისა და განაცემების სისტემა, რომელიც ხორციელდება მეწარმის ხარჯზე;
    3. საერთაშორისო ურთიერთობებში: ძლიერი, მსხვილი სახელმწიფოების მიერ სუსტი სახელმწიფოების მფარველობა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9