1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პავ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პაციფიზმი

  1. ომზე, როგორც სადავო საკითხების გადაწყვეტის საშუალებაზე, უარის თქმა ამ ომის ხასიათისა და მიზნების გაუთვალისწინებლად. პაციფისტები ეწინააღმდეგებიან განმათავისუფლებელი ომების შესაძლებლობასაც იმ მოტივით, რომ ყოველგვარ ომს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. პაციფისტურად შეიძლება დახასიათდეს კვაკერებისა და განდიზმის პოლიტიკური პრაქტიკა. პ-ს ხშირად მიჯნავენ "პაციფიზმისაგან“, რომელიც გულისხმობს არა ზოგადად ომზე უარის თქმას, არამედ მის გამოყენებას რომელიმე კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად. ასე მაგალითად, ითვლება, რომ ისინი, ვინც დიდი ბრიტანეთის ჰიტლერთან ომში ჩაბმის მოწინააღმდეგე იყო, პაციფიცისტია და არა პაციფისტი.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. pacifism
    Fr. Pacifisme
    L. pacificus დამამშვიდებელი. pax მშვიდობა, სიმშვიდე
    მიზნებისა და საშუალებების მიუხედავად ყველა სახის ომების დამგმობელი მსოფლმხედველობა, რომელიც დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას მოითხოვს.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9