1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პედ პენ პერ პეს პეტ

პეტერსბერგის დეკლარაცია (პეტერსბერგის ამოცანები)

E. Petersberg Declaration (Petersberg tasks)
1992 წლის 19 ივნისის პეტერსბერგის დეკლარაცია დასავლეთ ევროპული კავშირის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომლითაც ეს ორგანიზაცია განისაზღვრება, როგორც ევროპის კავშირის თავდაცვის კომპონენტი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპული საყრდენის გაძლიერების საშუალება. დეკლარაციის სამი ნაწილი განსაზღვრავ \nდასავლეთ ევროპული კავშირის სამომავლო განვითარების პრინციპებს. დასავლეთ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები აცხადებენ მზადყოფნას, გამოყონ თავიანთი ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო შენაერთები სამხედრო დავალებების განსახორციელებლად დასავლეთ ევროპული კავშირის უფლებამოსილების ფარგლებში. განიზღვრა სამხედრო ოპერაციათა სახეები, რომელთა განხორციელებაც შეიძლება იტვირთოს დასავლეთ ევროპულმა კავშირმა, ვაშინგტონის ხელშეკრულების (ნატო) მე-5 და ბრუსელის ხელშეკრულების მე-5 მუხლიდან გამომდინარე ერთიან თავდაცვაში მონაწილეობის გარდა. კერძოდ, დასავლეთ ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა სამხედრო შენაერთები შეიძლება ამოქმედდნენ \n ჰუმანიტარულ და სამაშველო ოპერაციებისათვის \n სამშვიდობო ოპერაციებისათვის \n საბრძოლო ოპერაციებისათვის, კრიზისულ სიტუაციებში მშვიდობის დამყარების ჩათვლით \nამსტერდამის ხელშეკრულების ძალით ზემოჩამოთვლილი „პეტერსბერგის ამოცანები“ გადავიდა ევროკავშირის ხელშეკრულების მე-17 მუხლში. პეტერსბერგის დეკლარაცია ასევე აცხადებს, რომ დასავლეთ ევროპის კავშირი მზადაა საკუთარი პროცედურების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტების თავიდან აცილებისა და კრიზისების მართვის ღონისძიებებში, ეუთოს ან გაეროს უშიშროების საბჭოს სამშვიდობო ღონისძიებების ჩათვლით.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9