1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პია პიკ პილ პიო პიჟ პირ

პირადი უფლებები

E. Personal rights
ბუნებრივი (ფუნდამენტური), განუსხვისებელი უფლებებისა და თავისუფლებების ერთობლიობა, რომელიც აქვს ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქე. პირად უფლებებს კონსტიტუციურ სამართალში „სამოქალაქო უფლებებს“ უწოდებენ. ეს უფლებები და თავისუფლებები ქმნის პიროვნების სამართლებრივი სტატუსის საფუძველს. პირად უფლებებსა და თავისუფლებებს მიეკუთვნება: სიცოცოხლის უფლება; პიროვნების პირადი ხელშეუხებლობის უფლება; წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისაგან დაცვის უფლება; გადაადგილებისა და საცხოვრებლის თავისუფლად არჩევის უფლება; უფლება- დატოვოს სახელმწიფო და თავისუფლად დაბრუნდეს სახელმწიფოში; აზრის, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება და სხვა. პირადი უფლებები და თავისუფლებები აღიარებული და დაცულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9