1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პოზ პოლ პოპ პორ პოს პოტ

პოლემოლოგია

მეცნიერება ომის შესახებ. მნიშვნელოვანი მიმართულება დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომელიც ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების პრობლემას სწავლობს. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული მშვიდობის კვლევასთან - ირენოლოგიასთან. იგი განვითარდა ომის შემდგომ პერიოდში, უპირველეს ყოვლისა, ფრანგი სოციოლოგისა და დემოგრაფის გასტონ ბუტულის შრომებში, რომელმაც 1951 წელს პარიზში პ-ის ინსტიტუტი შექმნა. შემდგომში ანალოგიური ინსტიტუტები შეიქმნა ჰოლანდიაში, იტალიაში, ბელგიაში. ხელმძღვანელობენ რა ლოზუნგით - „გსურს მშვიდობა - გაიაზრე ომი“, პოლემოლოგები ყურადღებას ამახვილებენ სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და სხვ. მეცნიერებების მეთოდებისა და ელემენტების გამოყენებით ომის, კონფლიქტებისა და სხვა კოლექტიური აგრესიის ფორმების შესწავლაზე. ისინი ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვას ომისა და კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ, ახსნან მათი წარმოშობის მიზეზები, რისთვისაც კვლევისას პოზიტივისტურ მეთოდოლოგიას იყენებენ და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ მაჩვენებლებს აერთიანებენ.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9