1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პოზ პოლ პოპ პორ პოს პოტ

პოლისი

  1. Gk. Policy - ქალაქი-სახელმწიფო
    იმ დეკლარაციების, კონვენციების კანონების, ნორმატიული აქტების, შეთანხმებების, ბრძანებულებებისა თუ კონტრაქტების ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერი სტრუქტურისა თუ საზოგფადოებრივი მოძრაობის სამართლებრივ ბაზას წარმოადგენს. მაგალითად, არასამთვარობო ორგანიზაციების გაერთიანებისთვის ეს შეიძლება იყოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებული წესდება. მიუხედავად მნიშვნელოვანი „ქალთა პოლისის“ არსებობისა, ქალები ჯერ კიდევ დგანან იმ რეალობის წინაშე, როცა ხდება მათი ფუნდამენური უფლებების უარყოფა ან დარღვევა. ქალებს თავად აკლიათ პოლისის გამოყენების უნარ-ჩვევები.
    ისტორიულად ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკა ვერ ახერხებდა ადამიანის უფლებათა იმ დარღვევების დაფიქსირებას, რომელიც ქალთა დისკრიმინაციის ფაქტებს მოიცავდა. ხშირად ეს დარღვევა გამართლებული იყო ბიოლოგიური და სოციალური როლებისა და ღირებულებების არსებობით. მაგალითად, დიასახლისობის ინსტიტუტი.
    საქართველო შეუერთდა შემდეგ საერთაშორისო კონვენციებს: ადამიანის უფლებათა დეკლარაციას; ეუთოს დოკუმენტაციას; სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს; „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენციას“ (CEDAW); №111-3 კონვენციას „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის სესახებ“; №100-ე კონვენციას „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ღირებულების შრომის ანაზღაურების შესახებ“.
    შეუერთდა რა CEDAW კონვენციას 1994 წელს. საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება შეასრულოს ამ კონვენციის ყველა მოთხოვნა. ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახულია კონვენციის მ-4 მუხლის ყველა პირობა, რომელიც მოითხოვს გარკვეულ ღონჯისძიებათა გატარებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ამ მოთხოვნების შესრულების პასუხისმგებლობა დაეკისრა ისეთ ძირითად სახელმწიფო უწყებებს, როგორებიცაა: ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და შრომის, განათლების, შინაგან საქმეთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები, აგრეთვე სახალხო დამცველის ოფისს და სათანადო სამთავრობო კომისიას. ქალთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას საქართველოში არეგულირებს შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ.
    არსებობს რანდენიმე რეგიონალური სამართლებრივი სისტემა, რომელიც ქალთა უფლებებს ეხება: ადამიანის უფლებათა ევროპული, ინტერამერიკული, აფრიკული სისტემა, ქლათა ქსელური მუშაობის აღმოსავლურ-დასავლური სამართლებრივი კომიტეტი, ქალთა უფლებების აზიის საბჭო, ქალთა უფლებების დაცვაზე საერთაშორისო დაკვირვება და ა.შ. აფრიკული სისტემა შედარებით ახალი დოკუმენტია. მის მე-18 მუხლში ჩადებული ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმი ორაზროვანი და ბუნდოვანია. ასე რომ, გარკვეულწილად, ეს სამართლებრივი ვაკუუმი ედვოკასის ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას იძლევა.
    ჟენევის კონვენციას, რომელიც მოიცავს საერთაშორისო, ჰუმანიტარულ სამართალს ქალთა დაცვის სესახებ, საქართველო 1993 წელს შეუერთდა. კონვნციაში ჩამოყალიბებულია ომის დროს მოწინააღმდეგის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების წესები. იკრძალება ლაზერული იარაღისა და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება. დაუშვებელია კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების განადგურება და ბავშვთა მონაწილეობა საბრძოლო ქმედებებში. კონვენცია ხაზს უსვამს შემდეგს: „ქალების სპეციალურად უნდა იყვნენ დაცულნი მათი ღირსების შელახვისაგან, კერძოდ, გაუპატიურებისაგან, პროსტიტუციაში ჩართვისაგან ან რაიმე სხვა ფორმით შეურაცხყოფისაგან.“ კონვენცია აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ფეხმძიმე ქალები და მცირეწლოვანი ბავშვის დედები. ისინი არ ექვემდებარებიან სიკდვილით დასჯას, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ ემორჩილება ამ დებულებას. აუცილებელია ტყვედ ჩავარდნილი ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე მოთავსება და ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.
    Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
  2. 1. ძვ. წ. VI ს-ში საბერძნეთში აღმოცენებული სახელმწიფო მოწყობის სამოქალაქო-დემოკრატიული ფორმა, სადაც უარყოფილ იქნა ტირანიისა და არისტოკრატიის ხელისუფლება.
    2. პოლიტიკური ერთობა, რომელსაც თითოეული ადამიანი ბუნებრივად მიეკუთვნებოდა და რომლის დანიშნულებაც ამ ადამიანის აღზრდა, მხარდაჭერა და მისთვის მოქმედების ასპარეზის მიცემა იყო. აღნიშნული ერთობის გამყარება მოქალაქის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენდა. პ. წმინდა იყო, მის სამსჯავროზე ღმერთებსაც კი ასამართლებდნენ. ძვ. წ. IV ს-ში პ-ის ასეთი აღზევება თანდათან გაქრა და იგი ინტერესთა, ძალისა და ხელისუფლებისათვის ბრძოლის არენად იქცა.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. policy
    Fr. policy
    სიცოცხლის, ქონების და სხვათა დაზღვევის მოწმობა. იგი ადასტურებს საჭიროების შემთხვევაში პირისათვის გარკვეული სახეობის მომსახურების გაწევის აუცილებლობას საფასურის ნაწილის წინასწარ გადახდის საფუძველზე.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9