პოლიტიკური სუბიექტების (ინდივიდების, კლასების, ორგანიზაციების) ერთობლივი მოღვაწეობა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საზოგადოების პოლიტიკური სისტემის შეცვლა და განვითარება. პ. პ-ში გამოიყოფა შემდეგი ეტაპები: პოლიტიკური სისტემებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბება და აღდგენა; პოლიტიკურ-აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღება; პოლიტიკურ მოვლენებზე დაკვირვება და მათ ფუნქციონირებაზე კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ეს ეტაპი მჭიდროდაა დაკავშირებული დანარჩენებთან, ყოველი მათგანი ინარჩუნებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკას.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]