1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პოზ პოლ პოპ პორ პოს პოტ

პოლიტპატიმარი

E. Political prisoner
საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია არარსებობს. საერთაშორისო ამნისტიას პ-დ მიაჩნია. \ 1. პირი, რომელიც დაკავებულია ბრალდების წარდგენის გარეშე პოლიტიკური არეულობების, დემონსტრაციების, ან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების დროს, თუ: \ ა) დაკავებულად ითვლება საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, ან ხელისუფლებასთან ოპოზიციის გამო, ისე, რომ არ იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს. \ ბ) უკანონოდაა დაკავებული რომელიმე ჯგუფისადმი მისი კუთვნილების გამო. \ 2. პირი, რომელიც ეკუთვნის დასახელებულ კატეგორიებს, და რომელსაც მოგვიანებით წარუდგინეს ბრალდება ჩვეულებრივ დანაშაულში აშკარად ცრუ საბაბით. \ 3. პირი, რომელიც ეკუთვნის ორივე დასახელებულ კატეგორიას და ბრალდებული და გასამართლებულია სამართლიანი სასამართლო პროცესის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის გარეშე. \ 4. პირი, რომელიც დაკავებულია რაიმე ძალადობრივ ქმედებაში ბრალდების გარეშე, მაგრამ ბრალდებული, ან ეჭვმიტანილია რომელიმე ისეთი ჯგუფისადმი კუთვნილებაში, რომელიც ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9