1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პრა პრე პრი პრო

პრეროგატივა

  1. აღმასრულებელი ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული ოფიციალური პირის უფლება, იმოქმედოს ამა თუ იმ ვითარებაში საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლის გარეშე. ამგვარი უფლება თითქმის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მცირდება. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის პ., რომელიც, თავის მხრივ, გარანტირებულია კონსტიტუციით, გულისხმობს, რომ პრეზიდენტს, რომელიც უმაღლესი მთავარსარდალია, შეუძლებელია დაინიშნოს უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე ოფიცრები. მასვე აქვს უფლება შეიწყალოს ფედერალური დამნაშავე. პრეზიდენტსვე აბარია საგარეო პოლიტიკური კურსი, ელჩების შემადგენლობა და ა.შ.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. prerogative
    L. praerogativa, praerogare პირველი შეკითხვის უფლება
    სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის პრივილეგია, განსაკუთრებული უფლება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9