1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პრა პრე პრი პრო

პრესის თავისუფლება

  1. E. freedom of press
    თავისუფლების ის ხარისხი, რომლითაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სახელმწიფო და საზოგადოებრივ პრობლემებს აშუქებენ. ეს განსაკუთრებით ეხება იმ პუბლიკაციებს, რომლებშიც გაკრიტიკებულია ხელისუფლების ორგანოები. პ.თ. აზრის თავისუფალი გამოთქმის უფლებაზეა დაფუძნებული. ეს უფლება მოიცავს არჩევანის მიხედვით ზეპირად, წერილობითი თუ ბეჭდვითი, ან სხვა ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების და გავრცელების თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. Freedom of press
    დემოკარატიულ საზოგადოებაში პრესას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება, ვინაიდან პრესის თავისუფლება საზოგადოებრივი აზრის გამოვლენისა, და ფორმირების სუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად, პოლიტიკური დებატები - დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი. პრესას აკისრია პოლიტიკური და სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გავრცელების მისია. თუ პრესას ინფორმაციის გავრცელების ამოცანა აკისრია, სზოგადოებას, თავის მხრივ, აქვს უფლება, მიიღოს იგი. პთ მნიშვნელოვან სტატუსს იძენს, თუ მისი მეშვეობით განსაკუთრებული ინტერესის მქონე საკითხები შუქდება პრესამ არ უნდა გადააჭარბოს იმ საზღვრებს, რომლებიც დადგენილია სხვასთან ერთად, სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. პთ-ის კონტექსტში დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ პუბლიკაციებს, რომლებიც ვარაუდს ან ჭორს ეყრდნობა. ჟურნალისტური ინფორმაციის წყარო ასევე ექცევა ამ უფლებების დაცვის ქვეშ. ბეჭდვის თავისუფლების ერთ-ერთი ფუძემდებლური პირობა ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროა, ვინაიდან დაუცველობის შემთხვევაში ინფორმაციის წყაროები მას ვერ შეუწყობენ ხელს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებით ინფორმირებაში პთ დაკავშირებულია როგორც აზრის გამოხატვის თვისუფლებასთან, ასევე ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებასთან. თავის მხრივ, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება არ უშლის ხელს სახელმწიფოს, შემოიღოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინოწარმოების ლიცენზირება. ეროვნულ ხელისუფლებას ლიცენზირების მექანიზმების შემოღება მხოლოდ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლია, და ეს ზომები ხელს არ უნდა უშლიდეს გამოხატვის თავისუფლებას (გარდა შეზღუდვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა) აუდიოვიზუალურ საშუალებებზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესება ეწინააღმდეგება აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ამგვარი მონოპოლიზაცია არ არის აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისათვის და არ შეიძლება გამართლებული იყოს გადაუდებელი სოციალური მოთხოვნებით. საზოგადოებრივ მოთხოვნათა მრავალფეროვნება არ შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ ერთი სამაუწყებლო კომპანიის ძალების მეშვეობით. დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს წყაროების მრავალფეროვნება, რათა პლურალიზმის პრინციპები იქნეს დაცული. პრესის თავისუფლების შინაარსი მოიცავს ასევე მასობრივი ინფორმაციის აუდიოვიზუალური მასობრივი საშუალებების მეშვეობით გაშვებულ კომერციულ რეკლამას. თუმცა ან სფეროში სახელმწიფოს, შეზღუდვების შემოსაღებად, ბევრად უფრო მეტი უფლებები აქვს. ეროვნული სასამართლო საქმიანობის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის მორალური ფასეულობები, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის საწინდარია. ბავშვებისათვის განკუთვნილი რეკლამა არ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, რომელიც მათ ზიანს მიაყენებს. ასეთმა რეკლამამ უნდა გაითვალისეინოს ბავშვების ფიზიკური, ფსიქიკური თუ სულიერი განვითარების დონე. სახელმწიფოს შეუძლია, გარკვეული შეზღუდვები დააწესოს პრესის თავისუფლებაზე, იმ პირობით, რომ ეს შეზღუდვები ემსახურება კანონიერ მიზანს, აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, უწესრიგობისა და დანაშაულის აღსაკვეცად, ჯანმრთელობისა და ზნეობის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისთვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელისუფლებისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის (იხ. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ, მე-10 მუხ.)
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9